Accessibility links

logo-print

ჟენევაში დასრულდა სირიის მთავრობისა და ოპოზიციის მოლაპარაკების პირველი რაუნდი


ჟენევაში მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა სირიის მთავრობისა და ოპოზიციის სამშვიდობო მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. სირიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ვალიდ მუალემმა, შეხვედრის წარუმატებლობის მიზეზად დაასახელა ოპოზიციის ქმედება და, მისი სიტყვებით, შეერთებული შტატების უხეში ჩარევა. თავის მხრივ, სირიელი ოპოზიციონერების წარმომადგენელმა აჰმად ჯარბამ სირიის მმართველ რეჟიმს ბრალად დასდო, რომ არ იჩენს "სერიოზულ ძალისხმევას" თითქმის სამი წლის წინ დაწყებული ომისათვის ბოლოს მოსაღებად. გაეროსა და არაბთა ლიგის შუამავალმა, ლახდარ ბრაჰიმიმ აღიარა, რომ შვეიცარიაში შეხვედრაზე მიღწეული პროგრესი მინიმალურია, მაგრამ მან აღნიშნა ისიც, რომ მხარეების პოზიციებში მცირე საერთო ელემენტი გამოჩნდა. ბრაჰიმი იმედოვნებს, რომ მხარეების შემდეგი შეხვედრა 10 თებერვალს გაიმართება. სირიაში კონფლიქტის დაწყების შემდეგ 100 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.
XS
SM
MD
LG