Accessibility links

logo-print

ქართველმა მორაგბეებმა ახალი სეზონი გამარჯვებით დაიწყეს


საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა გუნდმა წარმატებით დაიწყო ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშება, რომელიც, ამავე დროს, მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიც არის. წლევანდელი ასპარეზობის პირველ მატჩში ქართველმა სპორტსმენებმა თბილისში დამაჯერებლად დაამარცხეს ბელგიის ნაკრები - 35:0. ერთა თასის გათამაშების შემდეგ შეხვედრას ქართველი მორაგბეები 8 თებერვალს, ლისაბონში გამართავენ. მათი მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება.
XS
SM
MD
LG