Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანმა თავისი გაყინული აქტივებიდან პირველი გადარიცხვა მიიღო


ირანის ხელისუფლებამ დღეს მიიღო ნახევარ მილიარდი დოლარი, ანუ სანქციების გამო გაყინული თავისი აქტივების ნაწილი, რომელიც მას სანქციების შერბილების შედეგად გადაერიცხა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აბას არაყჩიმ განაცხადა, რომ თანხმა შვეიცარიის ბანკში ჩაირიცხა. დაგეგმილია ირანს სულ ამ ეტაპზე გადაეცეს 4,2 მილიარდი დოლარი, რაც დადგინდა დასავლეთთან ნოემბერში მიღწეული შეთანხმების შედეგად. ამ შეთანხმებით, ირანის კვეცს თავის ბირთვულ პროგრამას და სანაცვლოდ შეურბილდება სანქციები. პარასკევს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა, კეტრინ ეშტონმა განაცხადა, რომ გაეროს მუდმივ წევრებს და გერმანიას ერთი მხრივ, და ირანს შორის მოლაპარაკება გაგრძელდება 18 თებერვალს ვენაში.
XS
SM
MD
LG