Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერი


დღეს საღამოს მიუნხენში, იქ მიმდინარე უსაფრთხოების საერთაშორისო კონფრენციის ერთ-ერთ პანელზე, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთთან პარტნიორობის, მასში მონაწილე ქვეყნებში მდგომარეობის პრობლემატიკას შეეხებოდა, სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. მან თავისი გამოსვლის თავშივე განაცხადა, რომ უკრაინა მეგობარი ქვეყანაა, რომელშიც ვითარებაზე ჩვენ შეშფოთებული ვართო. თუმცა, სანამ საქართველოზე საუბარს დაიწყებდა, ღარიბაშვილმა თქვა, რომ მისი ქვეყანა ძალის ყოველგვარ გამოყენებას გმობს. საქართველოს პრემიერის აზრით, უკრაინის მთავრობა და ოპოზიცია გამოსავალს გამონახავს ამ კრიზისიდან. მისი თქმით, ევროპის კავშირმა და სხვა ქვეყნებმა, რუსეთის ჩათვლით, ერთად უნდა გამონახონ გამოსავალი. ღარიბაშვილმა საქართველოს თაობაზე თქვა, რომ საქართველოს სურს ევროკავშირის და ნატოს წევრობა, რომ ეს ცნობიერი გადაწყვეტილებაა. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალ სამიტზე ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობა დაახასიათა და ამ სფეროში ძვრებზე ილაპარაკა. ის შეეხო მავთულხლართების გავლების თემას ოკუპირებულ ტერიტორიის გარშემო. პრემიერის თანახმად ეს დიდ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას ადგილზე.
XS
SM
MD
LG