Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღარიბაშვილი: ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უნდა მოხდეს ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია


დღეს მიუნხენში, უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი კონფრერენციის პანელის დამთავრების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ უნდა მოხდეს ჩვენი კონფლიქტური ტერიტორიების და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და ამ პრობლემის მოგვარება პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით. ღარიბაშვილის თქმით, ევროკავშირს და აშშ-ს გამოკვეთილად მხარდამჭერი პოზიცია აქვთ საქართველოს მიმართ. პრემიერი ფიქრობს, რომ აქედან გამომდინარე, ეს ეტაპი ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
XS
SM
MD
LG