Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტ ბულატოვის წინააღმდეგ საქმე აღძრა


უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღძრა საქმე აქტივისტ დმიტრო ბულატოვის წინააღმდეგ, რომელიც აცხადებს, რომ ის გაიტაცეს და აწამეს კიევში არეულობაში მონაწილეობისთვის. ბულატოვი, ერთი კვირით იყო დაკარგული. ის ხუთშაბათს გამოჩნდა ცემის ნიშნებით. ის კიევის საავადმყოფოშია და მას ყარაულობენ პოლიციაც და საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებიც. უკრაინის ხელისუფლების თანახმად, ისინი იძიებენ გადატრიალების მცდელობის საქმეს ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებთან კავშირში. უკრაინის უშიშროების სამსახურის თანახმად, საპატიმროში მყოფი ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს პარტიის, „სამშობლოს“, ოფისში ამოღებული მტკიცებულება ადასტურებს, რომ დემონსტრანტებს პოლიციის პროვოცირება ჰქონდათ დაგეგმილი, რათა პრეზიდენიტ იანუკოვიჩის ხელისუფლება დაემხოთ. თვითონ პარტია „სამშობლოს“ თანახმად, განცხადება პროვოკაციაა, რათა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეძლოს.
XS
SM
MD
LG