Accessibility links

logo-print

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: თეირანი ბირთვულ სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებს


უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, მიუნხენში, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა, რომ თეირანი მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან თანამშრომლობას გააგრძელებს, რათა დასრულდეს ბითვული კრიზისი. ზარიფის თქმით, ირანი კარგი განცდით მიდის ექვს წამყვან ქვეყანასთან მომავალ შეხვედრაზე, რომელიც ვენაში გაიმართება 18 თებერვალს. მანვე განაცხადა, რომ ირანის მიზანი არა მხოლოდ ამ შეთანხმებულ, გარდამავალ ექვს თვეში აპირებს მოლაპარაკებებს, არამედ სურს, საბოლოო მოგვარება პრობლემისა. მაგრამ, თქვა ზარიფმა, საერთაშორისო სანქციების უმეტესობის ძალაში ყოფნა, ამ პროცესის მიმართ ირანელების რწმენას არყევს. კვირა დილით ზარიფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის შეხვდა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კერიმ ცხადად თქვა, რომ აშშ გაატარებს არსებულ სანქციებს ირანის მიმართ იმ პერიოდშიც, როცა მოლაპარაკება გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG