Accessibility links

logo-print

ღარიბაშვილი: ახალი მთავრობის მიდგომას რუსეთთან დასავლეთში მიესალმებიან


მიუნხენში დღეს დასრულდება უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენცია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მასპინძელი ქვეყნის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. სხვათა შორის შეხვედრაზე დაიგეგმა, რომ გერმანიის მინისტრი საქართველოს ეწვევა მარტში, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიაში გაემგზავრება. საქართველოს პრემიერმა შეხვედრის შემდეგ მიუნხენში ქართველ ჟურნალისტიებს განუცხადა, რომ გერმანია, ისევე როგორც მთელი ევროკავშირი, ასევე აშშ, მიესალმებიან საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომას - რუსეთთან პირდაპირ დიალოგს. რა თქმა უნდა საქართველო დარჩება პრინციპული მთავარ საკითხი, ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიქტორიები, თქვა ღარიბაშვილმა მიუნხენში.
XS
SM
MD
LG