Accessibility links

logo-print

მოსკოვში 2012 წლის საპროტესო გამოსვლის დაპატიმრებული მონაწილეების მხარდაჭერის მსვლელობა დასრულდა


რუსეთის დედაქალაქის ხელისუფალთა მიერ ნებადართული მსვლელობა მოეწყო მოსკოვში. მსვლელობის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს 2012 წელს, ბოლოტნაიაზე მოწყობილი აქციის დაპატიმრებულ მონაწილეებს. დემონსტრანტებს, რომლებიც ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააავისუფლონ „ბოლოტნაისას ტუსაღები“, წინ უძღოდა ოპოზიციის ლიდერი, ბორის ნემცოვი. დემონსტრანტები გაიძახოდნენ პატიმრების გვარებს. 2012 წლის მაისში, შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის, რის შემდეგაც 400 ადამიანი დააკავეს. 29 მათგანს ბრალი წაუყენეს. სამი მსჯავრდებულია, ერთი ფსიქიატრიულ საავადმყოფში განამწესეს. რვა პირს ამნისტია შეეხო და განთავისუფლდა.
XS
SM
MD
LG