Accessibility links

logo-print

უკრაინაში ოპოზიცია კვირის მსლელობისკენ მოწოდებით გამოვიდა


უკრაინის ოპოზიციამ თავის მომხრებს მოუწოდა, კიევში კვირას დიდი მსვლეობა გამართოს. ოპორზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ
უკრაინის ხალხმა თავისი ნება აჩვენა, რომ სურს პოლიტიკური ცვლილება, მის მიმართ ძალადობის მიუხედავად. უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, მიუნხენში, გუშინ, მან უკრაინის დასავლელ მეგობრებს მოუწოდა დაეხმარონ უკრაინის დემოკრატიულ მოძრაობას, წარმატების მიღწევაში. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია კრიზისი დამშვიდდეს და მთავრობამ უარი თქვას დემონსტრანტების მიმართ ტერორის და ძალადობის გზაზე. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ლეონიდ კოჟარამ განაცხადა, რომ ყველა უკრაინელი, მათ შორის რვა მილიონი ეთნიკური რუსი უკრაინაში, არ არის საპოტესტოს გამოსვლების მომხრე. მისი თქმით, უკრაინა მრავალფეროვანი ქვეყანაა და მარტივად არ ძალუძს არჩევანი რუსეთსა და ევროკავშირს შორის გააკეთოს, არამედ კავშირი უნდა ჰქონდეს ორივესთან. უკრაინის საკითხი დომინირებდა მიუნხენის კონფერენციაზე, რომელიც დღეს სრულდება.
XS
SM
MD
LG