Accessibility links

უკრაინაში ათეულ ათასობით ადამიანი მონაწილეობდა დემონსტრაციაში


ათეულ ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა დემონსტრაციაში, რომელზეც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, კვიტალი კლიჩკომ უპირობო განთავისუფლება მოითხოვა ყველა დემონსტრანტისა, რომლებიც ნოემბრის შემდგომ საპროტესტო გამოსვლებზე დააკავეს. კიევში, დამოუკიდებლობის მოედანზე, კვირას 55 ათასამდე ადამიანი გავიდა. აქციას ესწრებოდნენ ვიტალი კლიჩკო და ოპოზიციის სხვა ლიდერი, არსენი იაცენიუკი. იაცენიუკმა თქვა, რომ ოპოზიცია დასავლეთს საფინანსო დახმარებას სთხოვს. კლიჩკო კვირას დაბრუნდა მიუნხენიდან, უსაფრთხოების კონფრენციიდან, სადაც შაბათს, მან განაცხადა, რომ უკრაინის ხალხმა თავისი ნება აჩვენა, რომ სურს პოლიტიკური ცვლილება, მის მიმართ ძალადობის მიუხედავად. ორშაბათს უკრაინის პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი სამუშაოს დაუბრუნდება, იტყობინებიან მის უებსაიტზე.
XS
SM
MD
LG