Accessibility links

logo-print

ავღანეთში საარჩევნო კამპანია დაიწყო


ავღანეთში დაიწყო საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანია. აპრილის ხუთ რიცხვში დაგეგმილ არჩევნებში 11 კანდიდატი ჩაებმება.ამ ეტაპზე ცხადი უპირატესობა არავის აქვს. თალიბანმა განაცხადა, რომ არჩევნებს ჩაშლის. არჩევნები ტარდება წელს, როცა ნატოს ჯარი აპირებს ავღანეთის დატოვებას. შაბათს ავღანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, აბდულა აბდულას გუნდის ორი წევრ დახოცეს. ავღანეთის პრეზიდენტის პოსტი 2001 წლიდან ჰამიდ კარზაის უჭირავს.
XS
SM
MD
LG