Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამ კვირაში გაიხსნება პარლამენტის საგაზაფხულო სესია


მიმდინარე კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას. სესია 4 თებერვალს ბიუროს სხდომით გაიხსნება. სამშაბათისთვის ასევე დაგეგმილია საკომიტეტო სხდომები. საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ბიურო დაადგენს. ამ ეტაპზე უმრავლესობის წარმომადგელები დაზუსტებით ამბობენ იმას, რომ მიმდინარე კვირისთვის პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობას დაასრულებს და ინიცირებულ პაკეტს მესამე მოსმენით დაამტკიცებს. სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებიც იქნება ინიცირებული, თუმცა სათანადო გადაწყვეტილებები ჯერ ინტერფრაქციულ ჯგუფშია მისაღები.
XS
SM
MD
LG