Accessibility links

logo-print

ესპანეთში გააპროტესტეს აბორტის ამკრძალავი კანონპროექტი


ხუთი აქტივისტი გაშიშვლდა ესპანეთში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლების წინ, რათა გაეპროტესტებინათ ახალი კანონპროექტი, რომელიც ესპანეთში აბორტის წინააღმდეგ გამკაცრებული ნორმების შემოღებას ითვალისწინებს. შიშველი ქალები კარდინალ რუკო ვარელეს წინ, მაშინ გაშიშვლდნენ, როცა ის მადრიდში ეკლესიაში შედიოდა. კარდინალი კანონპროექტის აქტიური მხარდამჭერია. პარასკევს მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა კანონპროექტის წინააღმდეგ. კანონპროექტი კრძალავს აბორტს ყველა იმ შემთხვევაში, თუკი საქმე ქალის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეეხება. ასევე კანონპროექტის მიხედვით, აბორტი დასაშვები იქნება, თუკი ქალი სექსუალური ძალადობის შემდეგ დაფეხმძიმდა.
XS
SM
MD
LG