Accessibility links

logo-print

ირანი გააგრძელებს დასავლეთთან თანამშრომლობას ბირთვული პროგრამის თაობაზე


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ თეირანი გააგრძელებს თანამშრომლობას დასავლურ ქვეყნებთან, რათა მოგვარდეს კონფლიქტი ბირთვული იარაღის პროგრამის გარშემო. მიუნხენში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ აუცილებლად გამართავს ის მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რათა შეთანხმებას მიაღწიონ. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ სანქციების რეჟიმი, რომელიც ირანთან დაკავშირებით მოქმედებს, მოლაპარაკებების პროცესისადმი თეირანის ნდობას არყევს. იმავე დღეს, რამდენიმე ხნით ადრე, ჯავად ზარიფმა ბირთული იარაღის პროგრამის მორიგი რაუნდის თარიღის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა ამერიკის სახელმწიფო მდივარ ჯონ კერისთან. შეხვედრა, სავარაუდოდ, 18 თებერვალს გაიმართება.
XS
SM
MD
LG