Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ოპოზიცია: რუსეთმა უნდა განახორციელოს ასადის რეჟიმზე ზეწოლა


რუსეთმა უნდა განახორციელოს ზეწოლა სირიის მმართველ რეჟიმზე, რათა შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარება; პრობლემა ვერ გადაიჭრება, სანამ საბოლოოდ არ გაირკვევა, რომ ხელისუფლების სათავეში არ უნდა იყოს სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი - ამის შესახებ, მოსკოვში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, „ინტერფაქსს“ უთხრა სირიის ოპოზიციური ძალების ნაციონალური კოალიციის გენერალურმა მდივანმა სილ ბადრ ჯამუსმა. ჯამუსის სიტყვებით, რუსეთის წარმომადგენლებმა, რომლებიც ჟენევაში იმყოფებოდნენ, ნახეს თუ როგორ ცდილობდა სირიის ხელისუფლების დელეგაცია თავიდან აეცილებინა საუბარი ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე. ოპოზიციური ძალების კოალიციის ხელმძღვანელები აპირებენ მოუწოდონ რუსეთს, ზეწოლა განახორციელოს სირიის მმართველ რეჟიმზე. ჯამუსთან ერთად მოსკოვში ჩავა სირიის ნაციონაური კოალიციის ლიდერი ახმად ჯარბაც.
XS
SM
MD
LG