Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიხსნა გიორგი ხუციშვილის სახელობის სკოლა


"კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი" იწყებს საპილოტე პროექტს სახელწოდებით "გიორგი ხუციშვილის სახელობის კონფლიქტების მართვისა და პრევენციის სამხრეთკავკასიური სკოლა". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს კავკასიის რეგიონში კონფლიქტოლოგიის მიმართულებით მოღვაწე ახალგაზრდა ექსპერტების კვალიფიკაციის ამაღლებას. საპილოტე პროგრამა გულისხმობს 7-დღიან სასწავლო კურსს, სადაც განიხილავენ ეკონომიკური უსაფრთხოების, კავკასიის კონფლიქტების, კონფლიქტების პრევენციისა და დარეგულირების საკითხებს, ასევე ქართულ-აფხაზურ სამართლებრივ ურთიერთობებს. მასტერ-კლასებს ჩაატარებენ საქართველოში ცნობილი კონფლიქტოლოგები.
XS
SM
MD
LG