Accessibility links

მოსკოვში დააკავეს მოსწავლე, რომელმაც სკოლაში ორი ადამიანი მოკლა


მოსკოვში ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა სკოლაში შეიარაღებული მოსწავლის თავდასხმის შედეგად. უფროსკლასელმა ბიჭმა მძევლად აიყვანა 20 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი, ვიდრე მას განაიარაღებდნენ და დააკავებდნენ. თავდამსხმელი ორშაბათს დილით, იარაღით მივიდა სკოლაში. დაღუპულებს შორის არიან მცველი და მასწავლებელი, დაიჭრა ერთი პოლიციელი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მძევლად აყვანილ მოსწავლეებს არაფერი დაშავებიათ. თავდასხმის მოტივები ჯერ უცნობია.
XS
SM
MD
LG