Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიცია მეტ დათმობას მოითხოვს პრეზიდენტისაგან


უკრაინაში ოპოზიცია მეტ დათმობას მოითხოვს პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩისაგან, ორ თვეზე მეტი ხნის წინ დაწყებული საპროტესტო აქციებისათვის ბოლოს მოსაღებად. პრეზიდენტის წარმომადგენლის განცხადებით, იანუკოვიჩი ორშაბათს დაუბრუნდა სამუშაო ადგილას მას შემდეგ, რაც ბიულეტენზე იყო გასული რესპირატორული დაავადების გამო. იანუკოვიჩმა უკვე მიიღო მთავრობის გადადგომა, ხოლო პარლამენტმა გააუქმა დემონსტრაციების შემზღუდველი კანონი და ასევე დაამტკიცა გარკვეულ პირობებთან დაკავშირებული ამნისტია დაკავებული დემონსტრანტებისათვის. მაგრამ ოპოზიცია მოითხოვს იანუკოვიჩის გადადგომას და ვადამდელ არჩევნებს. ოპოზიცია მოითხოვს აგრეთვე უპირობო ამნისტიას და უკრაინაში 2004 წლის კონსტიტუციის აღდგენას, პრეზიდენტის ძალაუფლების შესაზღუდად. ამასობაში, რუსეთის საგარეო უწყებამ მოუწოდა უკრაინელ ოპოზიციონერებს „მუქარაზე, ულტიმატუმებზე“ უარის თქმისაკენ.
XS
SM
MD
LG