Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი შეიწირა კინოზე თავდასხმამ


პაკისტანში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა კინოზე თავდასხმის შედეგად: დაუდგენელმა პირებმა ორი ყუმბარა შეაგდეს შენობაში. ინციდენტი წუხელ მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ფეშავარში, რომელიც ხიბერ-პახტუნხვის პროვინციის დედაქალაქია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია. ფეშავარი მიჩნეულია ერთ-ერთ ეპიცენტრად ბრძოლაში ისლამისტ ექსტრემისტებად, რომლებიც კინოს ცოდვად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG