Accessibility links

logo-print

დავით ზალკალიანი: ქართველ სპორტსმენებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება


სოჭის ოლიმპიადაზე საქართველო რუსეთთან შუამავალი შვეიცარიის საელჩოს ინტერესთა სექციის ფარგლებში მიავლენს საქართველოს საკონსულოს წარმომადგენელს - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ზალკალიანმა. მისივე თქმით, ოლიმპიადის ორგანიზტორებისგან აქვთ რწმუნება, რომ ქართველ სპორტსმენებს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. დავით ზალკალიანის განცხადებითვე, უსაფრთხოების ისეთ ზომებს, როგორსაც საფრანგეთი, ან დიდი ბრიტანეთი მიმართავენ საქართველო ვერ მიიღებს, რადგან რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG