Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში შეხვდა შტეფან ფიულეს


დღეს ბრიუსელში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფიულესთან. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა შეასრულოს ვალდებულებები, დააჩქაროს რეფორმები და უზრუნველყოს ევროპულ ნორმებსა და სტრატეგიებთან ჰარმონიზაცია. პრესამსახურის ცნობითვე, ევროკომისართან შეხვედრისას გამოითქვა იმედი, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ახალ რეალობას შექმნის. პრემიერ-მინისტრთან ერთად ბრიუსელში იმყოფებიან საქართველოს საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები და სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი დღეს დაიწყო და 5 თებერვლამდე გასტანს. დაგეგმილია შეხვედრები ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზუსთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რუმპესთან და ნატოს გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან. ბრიუსელში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
XS
SM
MD
LG