Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეზერაშვილს გირაო შეუფარდეს


საფრანგეთში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. კეზერაშვილი ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს საფრანგეთში. მის წინააღმდეგ საქართველოში აღძრულია ორი სისხლის სამართლის საქმე და საქართველო მის ექსტრადიციას მოითხოვს. საფრანგეთში სასამართლო, ცნობების თანახმად, 27 თებერვალს მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხზე.
XS
SM
MD
LG