Accessibility links

logo-print

პალესტინელების ლიდერი ემხრობა ისრაელის ჯარების ნატოთი ჩანაცვლებას


პალესტინელების პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან ისრაელის ჯარებისა და მოსახლეების ხუთ წელიწადში გასვლას, თუ ნატოს ჯარები განთავსდებიან უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. აბასმა გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მისაღებად მიიჩნევს ნატოს ჯარების განთავსებას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, მისი აღმოსავლეთი და დასავლეთი საზღვრების გასწვრივ. აქამდე მაჰმუდ აბასი აცხადებდა, რომ ისრაელთან ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა ითვალისწინებდეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირიდან ისრაელის სამ წელიწადში გასვლას. ისრაელი კი მოითხოვს სამხედრო ძალების დატოვებას, პალესტინელების სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში. ისრაელისა და პალესტინელების მომლაპარაკებლებს აპრილამდე რჩებათ დრო სამშვიდობო მოლაპარაკების ამჟამინდელი ეტაპისათვის.
XS
SM
MD
LG