Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაადასტურეს, რომ პრეზიდენტს კონტაქტი აქვს თალიბანთან


ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის პრესმდივანმა დაადასტურა, რომ კარზაის აქვს საიდუმლო კონტაქტი თალიბანის წარმომადგენლებთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. პრესმდივანმა აიმალ ფაიზიმ გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ საუბარში თქვა, რომ საიდუმლო კონტაქტი ოქტომბერში დამყარდა თალიბანის ინიციატივით და ახლაც ძალაშია. ამ წყაროს ცნობით, კონტაქტი დამყარებულია ამერიკელი, ან სხვა დასავლელი ოფიციალური პირების მონაწილეობის გარეშე. კონტაქტის ფონია კარზაის პოლიტიკური ნაბიჯები, რომლებიც კრიტიკას იწვევს შეერთებულ შტატებში. ამ ნაბიჯებს შორის არის კარზაის უარი შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების ორმხრივი ხელშეკრულების ხელმოწერაზე. ვაშინგტონი მას აფრთხილებს, რომ მთელ სამხედრო კანტინგენტს გაიყვანს ავღანეთიდან, თუ მალე არ გაფორმდება ასეთი ხელშეკრულება.
XS
SM
MD
LG