Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პარლამენტში მსჯელობენ კონსტიტუციის რეფორმაზე, რომელსაც ოპოზიცია მოითხოვს


უკრაინის პარლამენტში მსჯელობენ კონსტიტუციის რეფორმაზე, რომელსაც ოპოზიცია მოითხოვს პრეზიდენტის ძალაუფლების შესაზღუდად. პარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიციის ლიდერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ რეფორმა საჭიროა ქვეყანაში კრიზისისათვის ბოლოს მოსაღებად. მან პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციას დააკისრა არეულობაზე პასუხისმგებლობა და ისაუბრა დაძაბულობის კიდევ უფრო გამწვავების საფრთხეზე. მმართველი „რეგიონების პარტიის“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერმა, ალექსანდრ ეფრემოვმა უარყო ცნობები, რომ იანუკოვიჩმა შესაძლოა, ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს კრიზისის დასაძლევად. სამშაბათს კიევში მორიგი ვიზიტით ჩადის ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი, რომელიც კვლავ შეეცდება, ხელი შეუწყოს დაპირისპირების მოგვარებას. უკრაინაში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ნოემბრის ბოლოს - მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა მოულოდნელად უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG