Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით სერგეენკო: C ჰეპატიტის მკურნალობაზე ათობით მილიონი დაიზოგება


C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოს მოქალაქეებს გაცილებით იაფი დაუჯდებათ და, ერთად აღებული, დაზოგილი თანხა ათობით მილიონი ლარი იქნება - ინფორმაცია ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მიაწოდა. ”60 პროცენტიანმა ფასდაკლებამ შექმნა, ასე ვთქვათ, 100 მილიონი ლარის კალიბრის, ასე ვთქვათ, პროექტი, როდესაც, ჯამში, ამ 10 ათას ადამიანს 100 მილიონით ნაკლები დაუჯდებათ, სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პოლიტიკის წყალობით, თავისი დაავადების მკურნალობა”, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო სრულად დაუფინანსებს მკურნალობას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ პირებს. ხოლო სხვა პაციენტებს, რომელსაც C ჰეპატიტის მკურნალობა სჭირდებათ, მედიკამენტების შეძენა 60 პროცენტიანი ფასდაკლებით შეუძლიათ. მინისტრის განცხადებით, C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატის ფასდაკლების პროგრამა 1 თებერვლიდან ამოქმედდა.
XS
SM
MD
LG