Accessibility links

logo-print

რუსეთში აშშ-ის ელჩი სოჭის თამაშების შემდეგ გადადგება


რუსეთში აშშ-ის ელჩი, მაიკლ მაკფოლი აცხადებს, რომ ამ პოსტს დატოვებს სოჭის ოლიმპიური თამაშების შემდეგ. მაკფოლმა, რომელიც მიჩნეულია მოსკოვთან ურთიერთობაში პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის „გადატვირთვის“ პოლიტიკის ინიციატორად, სამშაბათს თქვა, რომ აპირებს სამუშაოდ დაბრუნდეს შეერთებულ შტატებში, სტენფორდის უნივერსიტეტში. რუსეთში მაიკლ მაკფოლის ელჩობის ფონს ქმნის ორმხრივ ურთიერთობაში დაძაბულობის მატება და მაკფოლის მიმართ რუსი ოფიციალური პირების კრიტიკა. თუმცა, ელჩი თავის ბლოგში ყურადღებას ამახვილებს წარმატებებზე ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაში - მათ შორის ორმხრივი ვაჭრობის გაზრდაზე და მუშაობაზე სტრატეგიული შეიარაღების შესახებ ახალი ხელშეკრულების დასადებად.
XS
SM
MD
LG