Accessibility links

logo-print

კარლ ბილდტს შესაძლებელად მიაჩნია ირანის ბირთვულ პროგრამაზე ექვს თვეში შეთანხმება


შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი, რომელიც ამჟამად ირანში იმყოფება, გამოთქვამს ვარაუდს, რომ ექვს თვეშია შესაძლებელი ირანის ბირთვულ პროგრამაზე ამ ქვეყანასთან საბოლოო შეთანხმების მიღწევა. ბილდტმა თეირანში, ირანელ კოლეგა მოჰამად ჯავად ზარიფთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ასეთი გეგმა „ამბიციურია“, მაგრამ აშკარაა, რომ დადებით შედეგებს მოუტანს „ორივე მხარეს“. ირანმა შარშან, ნოემბერში მიაღწია მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანასთან შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის დროებით შეზღუდვას მის წინააღმდეგ მიმართული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. ვიდრე ამ შეთანხმების ექვსთვიანი ვადა ამოიწურება, მხარეები აპირებენ დადონ სრულმასშტაბიანი შეთანხმება, რომელიც დასავლეთს დაარწმუნებს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG