Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს წარმომადგენელი ხედავს წინსვლას ყარაბაღის შესახებ მოლაპარაკებაში


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებაზე ეუთოს „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარე, ამერიკელი დიპლომატი ჯეიმს უარლიკი ხედავს პროგრესს ამ მოლაპარაკების მსვლელობაში. უარლიკმა სამშაბათს ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ რიგი გადაუჭრელი საკითხების მიუხედავად,“მინსკის ჯგუფმა“ დადებით მოვლენად აღიქვა ნოემბერში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა და ამის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რეგიონში ინციდენტების შემცირება. სომეხმა სეპარატისტებმა გასული საუკუნის 90-იანი წლების ომის შედეგად დაიპყრეს აზერბაიჯანის კუთვნილი მთიანი ყარაბაღი, რომელშიც უმეტესწილად ეთნიკური სომხები ცხოვრობენ. კონფლიქტის დიპლომატიის გზით მოგვარების მცდელობა ჯერ-ჯერობით უშედეგოდ მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG