Accessibility links

logo-print

საქათველოს პროკურატურამ გაითხოვა საჩივარი რეზონანსულ საქმეზე


საქართველოს პროკურატურამ სასამართლოდან გაითხოვა სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ აღძრული საჩივარი. ამის თაობაზე, ჟურნალისტებს ბრალდებული ცხრა პირიდან ექვსის ინტერესების დამცველმა სოსო ბარათაშვილმა განუცხადა. დღევანდელ პროცესზე პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა და ბრალი მოუხსნა ბრალდებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გაფლანგვას გულისხმობს. ბრალდების სხვა ნაწილზე კი, პროკურატურამ განრიდება გააკეთა და სარჩელი გაითხოვა. გასული წლის მაისში შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სახელმწიფო შპს ,,მექანიზატორის" მაღალი თანამდებობის პირები დააკავეს. ამ პერიოდში სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე იყო. დაკავებულ პირებს ბრალად სახელმწიფოს კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვა, სამსახურებრივი გულგრილობა და ექსპერტებზე ზეწოლა წაუყენეს. დაკავებულები გირაოთი გათავისუფლდნენ. აღნიშნული პირების დაკავების შემდეგ, დავით კირვალიძემ თანამდებობა დატოვა.
XS
SM
MD
LG