Accessibility links

რუსეთში კვლევამ აჩვენა, რომ გავრცელებულია უკმაყოფილება სოჭში კორუფციის გამო


რუსეთში დამოუკიდებელ კვლევით ცენტრ „ლევადას“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულების დიდი ნაწილი უკმაყოფილოა სოჭის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებული კორუფციით. ამასთან, უმრავლესობა ფიქრობს, რომ რუსი ათლეტების წარმატება მომგებიანი იქნება მსოფლიოში რუსეთის იმიჯისათვის. ოთხშაბათს გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებამდე, „ლევადას“ დირექტორმა ლევ გუდკოვმა ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან საუბარში განაცხადა, რომ გამოკითხულების 47%-ის აზრით, სოჭში დიდი ფული იმიტომ დაიხარჯა, რომ მისი დიდი ნაწილი ცუდად განკარგეს, ან გაფლანგეს. 17%-ის აზრით, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მნიშვნელოვანია საკუთარი იმიჯის სასარგებლოდ გამოსაყენებლად.
XS
SM
MD
LG