Accessibility links

ბაღდადში 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ე.წ. მწვანე ზონასთან აფეთქებების შედეგად


ბაღდადში, სულ ცოტა, 22 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაიჭრა ე.წ. მწვანე ზონასთან დანაღმული ავტომანქანებით მოწყობილი აფეთქებების შედეგად. მწვანე ზონა, სადაც პრემიერ-მინისტრის ოფისი და რამდენიმე საელჩო მდებარეობს, ბაღდადში განსაკუთრებით კარგად დაცული რაიონია. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG