Accessibility links

logo-print

გაერო ვატიკანისაგან მოითხოვს, რომ ეკლესიის მსახურებას "დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს" პედოფილები


გაერო გმობს რომის კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკას, რომელმაც შესაძლებელი გახადა ბავშვებზე სასულიერო პირების სქესობრივი ძალადობა მთელს მსოფლიოში. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი მოითხოვს ვატიკანისაგან, რომ ეკლესიის მსახურებას „დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს" პედოფილიაში მხილებული, ან ეჭვმიტანილი სასულიერო პირები და ისინი ხელისუფლებას გადასცეს. გაეროს ეს კომიტეტი გამოთქვამს „სერიოზულ შეშფოთებას“ იმით, რომ ვატიკანს არ მიუმართავს აუცილებელი ზომებისათვის ბავშვების დასაცავად.
XS
SM
MD
LG