Accessibility links

logo-print

ლონდონის მეტროს თანამშრომლები გაიფიცნენ


ლონდონის მეტროს თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ისინი აპროტესტებენ ქალაქის ადმინისტრაციის გეგმებს, შეამციროს 950 თანამშრომელი და დახუროს ბილეთების სალაროები. გაფიცვა გრინვიჩის დროით 21 საათზე დაიწყო და ის 48 საათს გასტანს. პარასკევს დილისთვის მეტროპოლიტენი მგზავრებს შეზღუდულ რეჟიმში მოემსახურება. მეტროს სადგურების ნაწილი არ გაიხსნება. გაფიცვის პერიოდში ლონდონში დამატებითი ავტობუსები დაინიშნება. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ შემცირების შედეგად, ისინი წელიწადში 50 მილიონი გირვანქა სტერლინგის დაზოგვას შეძლებენ, რაც საბოლოოდ მეტროს მოდერნიზაციას მოხმარდება. მეტროპოლიტენის პროფკავშირები ქალაქის ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ თუკი გაფიცულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, გაფიცვა 11 თებერვალსაც განმეორდება.
XS
SM
MD
LG