Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: "საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეუქცევადია და ერთადერთი გზაა წინ"


"საქართველოს ევროკავშირისკენ სვლა შეუქცევადია და ერთადერთი გზაა წინ," განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააგენტო "ფრანს-პრესთან" საუბრისას. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. "უკრაინისგან განსხვავებით, რომელმაც რუსეთის ზეწოლის გამო თავი შორს დაიჭირა ევროკავშირთან საკვანძო სავაჭრო და პოლიტიკური შეთანხმებისგან, რასაც მოჰყვა მასობრივი საპროტესტო აქციები, საქართველო მზადაა, ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან ამა წლის აგვისტოში," აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნოემბერში ევროკავშირთან პაქტის ინიცირებით, განსხვავებით უკრაინისგან, რომელიც თავის სიტყვას გადავიდა, საქართველოს ხელისუფლებამ ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადი გახადა. პრემიერის თქმით, ბრიუსელში მოლაპარაკებებისას ევროკავშირის უმაღლესი პირებისგან მიიღო გარანტია, რომ საქართველოს მიმართ შეთანხმება არ დაირღვევა.
XS
SM
MD
LG