Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ აბაშიძე: რუსეთმა ვადაზე ადრე გაათავისუფლა საქართველოს ორი მოქალაქე


რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთმა ვადაზე ადრე გაათავისუფლა საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთში სასჯელს იხდიდნენ ჯაშუშობის ბრალდებით. აბაშიძემ ოთხშაბათს თბილისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს ორი პირი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და რვა და ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. აბაშიძეს არ გაუმხელია გათავისუფლებულების ვინაობა. მისივე თქმით, რუსეთში პატიმრობაში რჩება კიდევ რამდენიმე მოქალაქე და საქართველოს მხარე მუშაობს მათ გათავისუფლებაზეც. “ეს არის პასუხი იმ კრიტიკაზეც, რომ რუსეთთან დიალოგი საჭირო არ არის. ეს არის სწორედ ამ დიალოგის ერთ-ერთი შედეგი“, განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
XS
SM
MD
LG