Accessibility links

logo-print

ეშტონის შეფასებით, კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად


ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის შეფასებით, კიდევ ბევრი მუშაობაა საჭირო უკრაინაში ხელისუფლებასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირების მოსაგვარებლად. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ეშტონმა ეს შეფასება გამოთქვა კიევში, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და ოპოზიციის ლიდერებთან ოთხშაბათს შეხვედრის შემდეგ. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, იანუკოვიჩმა და ეშტონმა ისაუბრეს პოლიტიკური ვითარებას სტაბილიზაციის გზებზე, ისევე როგორც ზომებზე ეკონომიკური რეფორმების გასატარებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. უკრაინაში ორ თვეზე მეტი ხანია, გრძელდება აქციები, რომელთა მონაწილეებიც აპროტესტებენ იანუკოვიჩის გადაწყვეტილებას რუსეთთან დაახლოების შესახებ - ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის მაგივრად.
XS
SM
MD
LG