Accessibility links

logo-print

ბაღდადში 33-მდე გაიზარდა ე.წ. მწვანე ზონასთან აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვი


ბაღდადში 33-მდე გაიზარდა ე.წ. მწვანე ზონასთან დანაღმული ავტომანქანებით მოწყობილი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი. უფრო ადრე იუწყებოდნენ 22 მსხვერპლის შესახებ. დაჭრილების რიცხვი 60-ს აღემატება. მწვანე ზონა, სადაც პრემიერ-მინისტრის ოფისი და რამდენიმე საელჩო მდებარეობს, ბაღდადში განსაკუთრებით კარგად დაცული რაიონია. დანაღმული ავტომანქანები აფეთქდა ერაყის დედაქალაქის სხვა რაიონშიც - ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ბაღდადში მდებარეობს. როგორც იუწყებიან, დაიღუპა, სულ ცოტა, რვა ადამიანი.
XS
SM
MD
LG