Accessibility links

logo-print

ნატო შეშფოთებულია რუსეთის მიერ აფხაზეთთან ე.წ. სასაზღვრო ზონის დროებით გადაწევით


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო „ძალიან შეშფოთებულია“ რუსეთის გადაწყვეტილებით აფხაზეთთან ე.წ. სასაზღვრო ზონის დროებით გადაწევის შესახებ. ამ საკითხს ის შეეხო ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. „ჩვენი ყურადღება მიიპყრო რუსეთის ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებამ აფხაზეთთან ე.წ. სასაზღვრო ზონის დროებით გაფართოების შესახებ, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში მის გადაწევას - საქართველოს თანხმობის გარეგშე. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ გადაწყვეტილებით“, განაცხადა რასმუსენმა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მისი თქმით, ალიანსი რუსეთს მოუწოდებს, შეასრულოს საქართველოსთან მიმართებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
XS
SM
MD
LG