Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვატიკანმა გაეროს საპასუხოდ შეუტია პედოფილიის თაობაზე ბრალდების გამო


ვატიკანმა საპასუხოდ შეუტია გაეროს ანგარიშის გამო, სადაც კათოლიკურ ეკლესიას იმ პოლიტიკის გამო აკრიტიკებენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა ათეულ ათასობით ბავშვზე სასულიერო პირების სქესობრივი ძალადობა მთელს მსოფლიოში. გაეროში ვატიკანის წარგზავნილმა, სილვანო ტომაზიმ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს დააბრალა, რომ ის ფაქტებს ამახინჯებს, არ ითვალისწინებს, რომ ეკლესია ბავშვებს იცავს. მთავარეპისკოპოსის ვარაუდით, გაერომ გამოაქვეყნა „იდეოლოგიური“ ანგარიში, რომელიც გეების ორგანიზაციების გავლენით შეიქმნა. თავის ანგარიშში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, გაერო გმობს რომის კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკას. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი მოითხოვს ვატიკანისაგან, რომ ეკლესიის მსახურებას „დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს" პედოფილიაში მხილებული, ან ეჭვმიტანილი სასულიერო პირები და ისინი ხელისუფლებას გადასცეს. გაეროს ეს კომიტეტი გამოთქვამს „სერიოზულ შეშფოთებას“ იმით, რომ ვატიკანს არ მიუმართავს აუცილებელი ზომებისათვის ბავშვების დასაცავად.
XS
SM
MD
LG