Accessibility links

logo-print

ფიულე: რუსეთის ზეწოლა ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებზე მიუღებელია


ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, შტეფან ფიულემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ზეწოლა ევროკავშირის აღმოსავლელ მეზობლებზე მიუღებელია. ფიულეს თქმით, ბრიუსელი მოელის, რომ მოსკოვი ხელს არ შეუშლის საქართველოს და მოლდავეთს სწრაფვას, ხელი მოაწერონ წელს ევროპის კავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას. ფიულემ ევროპის პარლამენტს მოახსენა ევროკავშირ-რუსეთის სამიტის შესახებ. მან ევროკავშირის დეპუტატებს უთხრა: ამ შეხვედრის დროს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მას არ აქვს პრობლემა აღმოსავლეთთან პარტნიორობის გამო, მაგრამ გამოხატა რამდენიმე მიზეზი შეშფოთებისა, რომლებსაც ფიულემ თქვა, რომ მათზე მსჯელობა შეიძლება. ევროკომისარმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთმა ვერ მოახერხა ადამიანს უფლებების დაცვის საქმეში და ვაჭრობაში დაპირებების შესრულება. ფიულეს თანახმად, 2013 წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გატარებული პროტექციონისტული ზომების სამ მესამედისთვის პასუხიმგებლები არიან მოსკოვი და მისი პარტნიორები საბაჟო კავშირში.
XS
SM
MD
LG