Accessibility links

ვიქტორია ნულანდი კიევში შეხვედრებს გამართავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი დღეს კიევში გამართავს შეხვედრებს. მის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ვაშინგტონმა დაადასტურა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებებს აწარმოებს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესაძლებლობაზე. ოთხშაბათს კრემლმა განმარტა, რომ უკრაინისთვის დაპირებული 15 მილიარდი დოლარის სესხის ბედი დამოკიდებულია ვიქტორ იანუკოვიჩის მიერ მოსკოვისთვის მიცემული დაპირებებისადმი ერთგულებაზე. კრემლმა უკრაინას დახმარება შესთავაზა მას შემდეგ, რაც იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან დაახლოებაზე რუსეთთან კარგი ურთიერთობის შესანარჩუნებლად. უკრაინის ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს პარლამენტთან პიკეტს მოაწყობენ საკონტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG