Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სოჭში საკვალიფიკაციო ასპარეზობები დაიწყო


სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში პირველი ღონისძიება - კაც სნოუბორდისტებს შორის საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. სოჭის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 7 თებერვალს ჩატარდება. დღეს დაგეგმილია სნოუბორდისტ ქალთა საკვალიფიკაციო ეტაპის დაწყებაც. ხუთშაბათსვე, შუადღისას და საღამოთი გაიმართება ფიგურულ სრიალში კაცებისა და წყვილების ასპარეზობა მოკლე პროგრამაში, აგრეთვე - ქალთა საკვალიფიკაციო ასპარეზობა თავისუფალ სტილში. ოთხშაბათს ოლიმპიური სოფელი მოინახულა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.
XS
SM
MD
LG