Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში დაიწყო მთავრობისა და თალიბების სამშვიდობო მოლაპარაკება


პაკისტანიდან იუწყებიან, რომ დღეს დედაქალაქ ისლამაბადში, გასაიდუმლოებულ ადგილას დაიწყო მთავრობისა და პაკისტანელი თალიბების სამშვიდობო მოლაპარაკება. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, მხარეების წარმომადგენლები შეიკრიბნენ წინასწარ შეხვედრაზე, რომელზეც უნდა მომზადდეს მომავალი დისკუსიების გეგმა. პაკისტანში თალიბები 2007 წლიდან იბრძვიან ისლამაბადში მთავრობის დასამხობად და ისლამური მმართველობის დასამყარებლად. მარტო იანვარში პაკისტანში 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა ძალადობამ, რომელზე პასუხისმგებლობასაც ადგილობრივ თალიბებს აკისრებენ.
XS
SM
MD
LG