Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში 22 ადამიანი დაშავდა პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკებისას


ბოსნიაში 22 ადამიანი, მათ შორის 10-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტუზლაში პოლიციასთან დემონსტრანტების შეტაკების შედეგად. დააკავეს 24 ადამიანი. დემონსტრანტები აპროტესტებენ ადგილობრივი საწარმოების დახურვას. პოლიციასთან შეტაკება ოთხშაბათს დაიწყო, როცა 600-ზე მეტმა ადამიანმა სცადა რეგიონის ადმინისტრაციის შენობაში შეჭრა. დემონსტრანტები, რომლებსაც პოლიციის ცნობით, ფეხბურთის ადგილობრივი გულშემატკივრები შეუერთდნენ, ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, მათ საბურავებიც დაწვეს. ბოსნიას მწვავე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აქვს 1992-95 წლების ომიდან 20 წლის შემდეგაც.
XS
SM
MD
LG