Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციის რეფორმას


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა დღეს უთხრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდს, რომ მზად არის ოპოზიციასთან მოსალაპარაკებლად და მხარს უჭერს კონსტიტუციის რეფორმას. უკრაინაში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა კონსტიტუციაში შესწორებების შეტანა. მაგრამ იანუკოვიჩმა ნულანდს კიევში შეხვედრისას ისიც უთხრა, რომ კონსტიტუციაში შესწორებების შესატანად უნდა გადაიდგას კანონმდებლობით გათვალისწინებული ნაბიჯები. უკრაინის პრეზიდენტთან ამ საუბრამდე, ნულანდი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს - ვიტალი კლიჩკოს, არსენი იაცენიუკსა და ოლეგ ტიაჰნიბოკს. ხუთშაბათს კიევში ათასობით დემონსტრანტი გაემართა პარლამენტისაკენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის მოთხოვნით. მაგრამ პარლამენტმა კვლავ ვერ შეძლო შეთანხმება ცვლილებებზე, რომლებიც შეზღუდავდა პრეზიდენტის ძალაუფლებას.
XS
SM
MD
LG