Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი თვლის, რომ რუსეთმა ითამაშა როლი ნულანდის უკრაინაში ელჩთან საუბრის მოსმენაში


თეთრი სახლის პრეს-მდივნის ჯეი კარნის განცხადებით, რუსეთს აქვს, მისი აზრით, კავშირი აშშ-ის სახელმწფო მდივნის თანაშემწის, ვიქტორია ნულანდის და უკრაინაში ელჩის, ჯეფ პიატის სატალეფონო საუბრის ფარული მოსმენის ჩანაწერის გაჟონვასთან. ამ სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, რომელიც ინტერნეტით რუსული სუბტიტრებით გავრცელდა, ხმები, რომლებიც ნულანდისა და პიატისას წააგავს, უკრაინის ამბზე მსჯელობენ. ერთ ადგილას ნულანდი მიუღებელ საიტყვებს იყენებს უკრაინაში კრიზისის მოგვარების მიმართ ევროკავშირის ქმედების გამო თავისი გაღიზიანების გამოსახატად. კარნიმ არ განმარტა კერძო საუბრის დეტალები. თუმცა, თქვა, რომ რადგან ჩანწერი რუსეთის მთავრობის წარმომადგენელთა მიერ იქნა აღმოჩენილი, ეს რაღაცაზე მეტყველ,ბს ამ საქმეში რუსეთის როლის თაობაზე. კარნის თქმით, ნულანდი ევრკავშირში პარტნიორებთან თანამშრომლობს და აშშ-ის და ევროკავშირის ურთიერთობა მტკიცეა, როგორც არასდროს.
XS
SM
MD
LG