Accessibility links

ჰონგკონგში იპოვეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკული ბომბი


ჰონგკონგში გამნაღმველებმა გააუვნებელყვეს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ამერიკული ბომბი, რომელიც მშენებარე ობიექტზე, ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს გვერდით აღმოაჩინეს. 2000-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა მიმდებარე ტერიტორიიდან. როგორც სააგენტო „სინხუა“ იტყობინება, ბომბის გაუვნებელყოფას, რომელიც დაახლოებით ნახევარ ტონა ასაფეთქებელ მოწყობილობას შეიცავდა, 17 საათი დასჭირდა. საავიაციო ბომბი, სავარაუდოდ, ამერიკელმა სამხედროებმა იაპონიის ჯარების მიერ ჰონგკონგკის ოკუპაციის დროს ჩამოაგდეს.
XS
SM
MD
LG