Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა: რუსეთის პრეზიდენტთან არ მაქვს ცივი ურთიერთობა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მისი ურთიერთობა რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან არ არის ცივი. ამის შესახებ მან ტელეკომპანია NBC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელიც ტელეკომპანიამ სოჭში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით ჩაიწერა. ინტერვიუს სრული ვერსია ამერიკაში გადაიცემა ადგილობრივი დროით პარასკევს, საღამოს, ხოლო ნაწყვეტები ინტერვიუდან გამოქვეყნდა NBC-ის საიტზე. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ავრცელებს რადიო თავისუფლების ვაშინგტონელი კორესპონდენტი: „მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს ურთიერთობა ცივია“, - ამბობს პრეზიდენტი და აგრძელებს - „სიმართლე გითხრათ, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით, შეთანხმებულად ვმუშაობთ. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ჩვენ ურთიერთობებში ბევრი იუმორი და აზრთა გაცვლა-გამოცვლაა“, - აღნიშნავს ბარაკ ობამა. ხოლო შთაბეჭდილებას იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი მკაცრი ადამიანია, ბარაკ ობამა მიაწერს პუტინის სტილს, რომელსაც ის საზოგადოებაში გამოჩენისას ირგებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკელი პოლიტიკოსების სტილი სხვანაირია: „ჩვენ დრო და დრო ვიღიმით“, - ამბობს ბარაკ ობამა. სოჭში ოლიმპიური თამაშებისას უსაფრთხოების თაობაზე საუბრისას, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ რუსეთმა დიდი ძალისხმევა გასწია, რათა თავიდან აეცილებინა თამაშების დროს ტერორისტული აქტები.
XS
SM
MD
LG